1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“საქართველოში უნდა მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა ახალი იმპულსებით და ეს იმპულსები ჩანს იმ გეგმაში, რომელიც წარმოადგინა “ლელომ” -რატი ამაღლობელი

პოლიტიკური პარტია “ლელოს” მიერ თელავში ორგანიზებულ ღონისძიებაზე პოეტი რატი ამაღლობელი ადგილობრივების წინაშე სიტყვით გამოვიდა. 

როგორც ამაღლობელმა განაცხადა, საქართველო და მისი კულტურა არ იმსახურებს  გუბედ და ჭაობად ქცევას. ეს ვარდნა უნდა დამთავრდეს და ეს დამთავრდება თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით. 

“როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს, ძალიან რთულია, “შენ ხარ ვენახის” შემდეგ რამე თქვა, რადგან ამ პოეტურ ტექსტში, რომელიც დიდი ქართველი მეფის მიერ არის დაწერილი, არის კულტურა, რელიგიური იმპულსები, მსოფლმხედველობა, პოეზია, მეურნეობა, ერი, ქვეყანა. ხოლო ეს კულტურა და ქვეყანა არ იმსახურებს  გუბედ და  ჭაობად ქცევას, არ იმსახურებს განვითარების წართმევას ჩვენი შვილებისთვის. ეს ვარდნა უნდა დამთავრდეს და დამთავრდება თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით, ამომრჩევლის ძალისხმევით. ამ დაჭაობებას შეცვლის მხოლოდ ახალი ძალა, ახალი ხალხი. აღარ გვინდა კარჩაკეტილი მანკიერი წრე,”— აღნიშნა რატი ამაღლობელმა. 

მისივე თქმით, საქართველოს უყურებენ, როგორც ლუკმას. ქვეყანას კი სჭირდება  ახალი ხალხი, ახალი ძალა. 

“ახალი ხალხი და ძალა, რომელიც ქვეყანას სჭირდება, დღეს არის აქ, თელავში.  ჩვენი ძალისხმევით, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საქართველოში მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა ახალი იმპულსებით და ეს იმპულსები, გულწრფელად გეუბნებით, ჩანს იმ გეგმაში, რომელიც წარმოადგინა “ლელომ” და რომელიც, მე ვფიქრობ, აღსრულდება. ჩვენ აღარ გვინდა სევდიანი სახეების ყურება, ჩვენ გვინდა, ძალიან მალე ვნახოთ ძლიერი საქართველო, განვითარების გზაზე შემდგარი,”-განაცხადა ამაღლობელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები