1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“2021 წლის ბიუჯეტი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი მოკლა”- ლევან კობერიძე

“2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკურ ხედვაში ანაკლიის პროექტი არც კი განიხილება,”- ამის შესახებ “ლელოს” საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ქვეყნის2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ეკონომიკის კომიტეტის  პირველმა მოადგილემ ლევან კობერიძეს საქართველოსთვის   ანაკლიის პორტის მნიშვნელობა დაუდასტურა. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ანაკლიის თემა უგულებელყოფილია, რაც იმით გამოიხატება, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს. 

“ბიუჯეტში ანაკლიის პორტზე მხოლოდ 1.5 მლ ნ. ლარია გათვლილი, რომელსაც რა მიმართულებით, დახარჯავენ უცნობია.  

“სხდომაზე  მთავრობას ჰქონდა შანსი ბიუჯეტის განხილვა არ ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ციფრებსა და საბიუჯეტო პარამეტრებზე ხაზგასმა. რადგან  კარგი იქნებოდა, კრიზისი, რომელშიც ვართ, გვემსჯელა და ამის ინიციატივა თავად გამოეჩინათ, რადგან ოპოზიციის ინიციატივებს არ იღებენ ყურად. ამ მსჯელობით ერთად ვნახავდით გამოსავალს, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ანაკლიაა და რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა ქვეყნაში. თუმცა, მათი განცხადებებით და ბიუჯეტით ნათლად დავინახეთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს, ამ დროს კი ინვესტორებთანაც არ აწარმოებენ მოლაპარაკებას. იმით რომ სახელმწიფოს არ აქვს ანაკლიასთან დაკავშირებული ხედვა ანაკლიაზე, იმედს უკლავს როგორც სამეგრელოს მთლიან მხარეს ასევე აფხაზებს, რომლებიც ელოდებოდნენ და კითხულობდნენ რა გზით შეეძლოთ გადმოსვლა სამუშაოდ, რაც გარკვეული ხიდი იქნებოდა ჩვენს შორის. ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს სიღარიბის პოლიტიკას და არა განვითარებასა და წინსვლას,” - აცხადებს კობერიძე. 

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, განწყობები, რომელიც სხდომაზე უნდა წარმოგვედგინა, იქნებოდა შემდეგი ასახვა ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან ეკონომიკა არის განწყობები და არა ზუსტი მეცნიერება. 

“ბიუჯეტი უნდა იყოს ასახვა მიღებული გადაწყვეტილებების და ხედვების, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. ანაკლია არ არის ბიუჯეტში ასახული - პორტი, რომელიც ქვეყნის მთავარი ძალა და ლოკომოტივია, რაც ქმნის შესაბამის განწყობას და მომენტალურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც. ხელისუფლება ანაკლიის პორტს ეკონომიკის ხედვიდან იღებს და აგდებს. ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილი და მოიზიდოს ფინანსები. ალბათ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი არ არის საჭირო. თუმცა როგორც კი “ქართულ ოცნებას” ხელისუფლების ან გავისტუმრებთ, იმ დღიდანვე შევუდგებით ამ პროექტის განხორციელებას,”- აცხადებს ლევან კობერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...