მსოფლიო
დღეს საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა
2020-10-09 11:20:43
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რიცხვი 72 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია - 10 752;
- გამოჯანმრთელებულია - 5 866;
- მათ შორის გარდაცვლილია - 72;
- კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 574
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 338
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
კომენტარები