საზოგადოება
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-10-08 23:10:24
ვერძი
დაძაბული დღეა. უსიამოვნებები შესაძლოა, დილიდანვე დაიწყოს და მეგობრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ეცადეთ, უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ, ვიდრე სხვა დროს. კარგი იქნება, თუ ყურადღებას მთავარ საკითხებზე გაამახვილებთ და წვრილმანებზე დროს არ დაკარგავთ.
კურო
პრობლემების მიუხედავად, თავს შესანიშნავად გრძნობთ. მოსალოდნელია ახალი საქმიანი წინადადება და უკვე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება. წარმატება ხელიდან რომ არ გაგისხლტეთ, მეტი ყურადღება გმართებთ. გირჩევთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ – შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა.
ტყუპები
მძიმე და საშიში დღეა. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. დაპირებები შესაძლოა, ცრუ აღმოჩნდეს, მოლოდინს კი იმედგაცრუება შეცვლის. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ახალი ვალდებულებების აღებას – ჯერჯერობით, ამის დრო არ დამდგარა. შესაძლოა, ძველ მეგობარში ახალი, თქვენთვის უცნობი თვისებები აღმოაჩინოთ. ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ.
კირჩხიბი
გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს აქტიურმა მოქმედებებმა შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ფინანსურ პრობლემებზე კი ნუ იდარდებთ – თქვენი მოთხოვნილებები სრულიად შეესაბამება თქვენს შესაძლებლობებს. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი სახლში გაატაროთ და პატარა, ოჯახური წვეულება მოაწყოთ.
ლომი
დღის პირველ ნახევარში ნებისმიერ პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სრული იდილია სუფევს და ერთმანეთის უსიტყვოდაც გესმით. განსხვავებული ვითარებაა დღის მეორე ნახევარში, ამიტომ ერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და ნებისმიერ ურთიერთობას. შესაძლოა, მოულოდნელმა უსიამოვნებებმა მეგობრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ.
ქალწული
დაძაბული დღეა. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები სწორედ ახლა, როცა არაფრის შეცვლა არ გსურთ. განსაკუთრებული პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში გელით. ერიდეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს და წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს. ამ დღეს ტრამვების და კატასტროფების რისკი მაღალია.
სასწორი
მძიმე დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ემოციურობამ და აგრესიამ შეიძლება პარტნიორების ნდობა დაგაკარგინოთ და ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს. ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, სავარაუდოდ, უამრავ პრობლემას მოგიტანენ. ყურადღება გამოიჩინეთ გზაზე გადასვლის, ავტომობილის მართვის და მჭრელ საგნებთან ურთიერთობის დროს.
მორიელი
უკიდირესად არახელსაყრელი და წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი სურვილები უამრავ წინააღმდეგობას ხვდება. ისეთი განცდა გაქვთ, რომ ქარის წისქვილებს ებრძვით. განწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, მკვეთრად გაუარესდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ახალი ვალდებულებების აღებას. შესაძლოა, ახალმა აღმოჩენებმა თქვენი შინაგანი სამყარო გამდიდროს და გამოცდილება შეგმატოთ. სასურველია ფიზიკური ვარჯიში, სეირნობა და შოპინგი, მხოლოდ ტექნიკის შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები წარმატებას და აღიარებას ჰპირდებიან იმ თხის რქებს, რომელთა მოქმედება და გადაწყვეტილებები გრძნობებზე და საკუთარი სიმართლის რწმენაზეა დაფუძნებული.
მერწყული
ეს დღე ბნელ ძალებთან ბრძოლას განასახიერებს. ის დაგეხმარებათ მტრებთან გამკლავებასა და საკუთარი ინტერესების დაცვაში. შესაძლოა, საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩეთ. ეს დღე თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს და გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას ახლებურად შეხედოთ.
თევზები
არახელსაყრელი დღეა მოღვაწეობის სფეროს გაფართოებისთვის. სამწუხაროდ, თქვენი სურვილი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. გამორიცხული არ არის, რომ წინა დღეების მოვლენები სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს ავტორიტეტსა და თვითშეფასებაზე. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს დაგეხმარნენ – დროა, ვალის დაბრუნებაზე იფიქროთ.
კომენტარები