მსოფლიო
აშშ, რუსეთი და საფრანგეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
2020-10-06 14:49:32
აშშ-ის საელჩო საქართველოში Facebook-გვერდზე ამერიკის, საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივ განცახდებას აქვეყნებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.
მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე - კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ - და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს, - ვკითხულობთ ტექსტში
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის სადავო ტერიტორის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება არ წყდება.
კომენტარები