საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი
2020-10-05 11:26:32
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულიპაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 375 პირი გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 4077-ს შეადგენს.
კომენტარები