საზოგადოება
"შეცდომების გარეშე მგონი, მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ იყო" - კახა კალაძე
2020-10-01 12:54:04
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში შეცდომები.
„20 ივნისი იყო შეცდომა ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან არა. გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა პარლამენტში მძიმეა და ცუდი. უნდა შევთანხმდეთ - ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ კონკრეტული პოლიტიკური წარმომადგენლები, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვის ანდობს ქვეყანას”, - განაცხადა კალაძემ.
კომენტარები