1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლელოს "ახალი მარშალის გეგმას" ბიზნეს-სექტორი დადებითად აფასებს

ლელოს „ ახალი მარშალის გეგმის“  საქართველოს რეკონსტრუქციის  პროგრამის ფარგლებში, პარტია „ლელო“  განაგრძნობს  საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს.  პარტიის  თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად  „ახალი მარშალის გეგმა“ განიხილეს.  შეხვედრის მთავარი მიზანი  ბიზნეს სექტორისთვის ლელოს „მარშალის გეგმის“ გაცნობა  და პროცესში მათი  მაქსიმალური ჩართულობა  იყო. შეხვედრას როგორც მსხვილი, ისე  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მომდევნო 4 წელში იგეგმება და ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.  კონკრეტულად იმსჯელეს „ლელოს“ გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორთან პოტენციურ თანამშრომლობაზე. 

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის სახით და მასთან ერთად უნდა მოხდეს „მარშალის გეგმის“ განხორციელება. ქვეყნის  სრულ  რეკონსტრუქციაში ქართული ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ. 

„ჩვენ გვაქვს  უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის და მეწარმეების სახით, რომლებმაც  30 წლის განმავლობაში შექმნეს სამუშაო ადგილები.  გვინდა, ეს რიცხვი 4 წლის განმავლობაში  600 000-ით გავზარდოთ,  თითოეულ მათგანს თვეში 3000 ლარი და მეტი ექნება შემოსავალი. ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული ინვესტიციით და საქართველოს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ენერგეტიკულ, ციფრული მაგისტრალების  ცენტრად გარდაქმნით.   შეხვედრას სწორედ ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც ამ ყველაფერს ჩვენი გეგმით განახორციელებენ. “მარშალის გეგმა” არის ქართულ რეალობას მორგებული. ამ გეგმით გვაქვს შანსი, გავაკეთოთ სერიოზული ნახტომი ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებასა და ჯანდაცვის სფეროში და გავხდეთ რეგიონის წამყვანი ქვეყანა,“-მამუკა ხაზარაძე. 

შეხვედრის მსვლელობისას  კითხვა-პასუხის რეჟიმში ლელოს „ახალი მარშალის გეგმა“ განიხილეს ბიზნესმენებმა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სავაჭრო ბირჟა უნდა შეიქმნას. თუ ამ ნაბიჯს „ლელო“ გადადგამს, მანვე უნდა იკისროს პასუხისმგებლობა. 

„საერთაშორისო სავაჭრო ბირჟა უნდა შევქმნათ. ჩვენ, ბიზნესმა უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ ამ ვალდებულებას იღებთ საკუთარ თავზე, რომ დაინერგოს საქართველოში. ის თემები, რასაც  „ლელო“ წარმოადგენს “მარშალის გეგმის” სახით, პიროვნულ ნდობაზეცაა დამოკიდებული. საკითხები, რომელიც მათ  დააყენეს, უკვე იდგა, თუმცა ამის რეალურად განმახორციელებელი არ არსებობდა. მსოფლიოში ბევრი პროგრამა არსებობს, თუმცა  საჭიროა სწორი შემსრულებელი. საჭიროა, ინვესტორებთან გვქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია და მოვიპოვოთ მათი ნდობა. ამის მთავარი საფუძველი კი საარბიტრაჟო სასამართლოა. რადგან თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება. როგორც კი ქვეყანაში დამკვიდრდება სამართლიანობის განცდა, უფრო გაბედული ნაბიჯი გადაიდგმება ახალი ინვესტიციების მოზიდვისას,“-განაცხდა თემურ ჭყონიამ. 

ბიზნესმენი  ლელოს „ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით  საშუალო ფენის შექმნასაც შეეხო. მისი თქმით, საშუალო ფენას შეადგენენ ადამიანები, რომელებიც ქვეყნის სწორ მომავალს ქმნიან. 

„600 000 ადამიანისგან შემდგარი საშუალო ფენის შექმნის დროს საუბარია ამდენივე თავისუფალ ადამიანზე, რომელიც  არ ექვემდებარება არცერთ მანიპულაციას. ეს საშუალო ფენა არ იყიდება, ქმნის საზოგადოებრივ აზრს და შემდეგ ქმნის ქვეყნის აზრს, რომელიც ქვეყანას ავითარებს და ქმნის შემოსავალს,“ - აღნიშნა ჭყონიამ. 

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი საუბრის დასასრულს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიზნეს გარემო აუცილებლად თანასწორი უნდა იყოს გადასახადების გადახდისას. 

„სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა არის  ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცოდი, 14 მლრდ. მოგებიდან მხოლოდ 160 მლნ. თუ შედიოდა მათგან ბიუჯეტში, როდესაც მე  წელიწადში 96 მლნ. ლარს ვიხდი ბიუჯეტში.  ეს არის ძალიან დიდი კონტრასტი, რადგან პირადად მე სათამაშო ბიზნესის მსგავსი შემოსავალი არ მაქვს და ეს უნდა დამენეჯმენტდეს აუცილებლად,“-განაცხადა თემურ ჭყონიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...