მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის იყო და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
2020-09-29 14:13:16
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.
70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.
მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.
კომენტარები