საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა
2020-09-29 10:49:57
საქართველოში კორონავირუსით დღეს 34-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 314 გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი, 1 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 800 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს
კომენტარები