საზოგადოება
შემთხვევა მარნეულში – „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს
2020-09-28 23:35:06
ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა მარნეულში. სოფელ სადახლოში, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც “კურიერს” სატელეფონო ინტერვიუს დროს “ევროპული საქართველოს” მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამყულიევმა განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იმამყულიევი მომხდარს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები