მსოფლიო
ბატონ რომან კაკულიას საჯარო დებატებში ავუხსნი „ლელოს“ პროგრამის ყველა დეტალს - გიგლა მიქაუტაძე
2020-09-25 15:31:16
"ლელოს" ერთ ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს რომ ბატონ რომან კაკულიას ლელოს „მარშალის გეგმის“ მიმართ კითხვები აქვს და მეტი სურს გაიგოს. ვიღებ ბატონი კაკულიას გამოწვევას და ვეპატიჟები მას სატელევიზიო დებატებში. ადგილი და დრო თავად შეარჩიოს. აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.
" ვთავაზობ მას ვისაუბროთ არა მხოლოდ ლელოს პროგრამაზე, არამედ ქართული ოცნების გეგმაზეც, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში.
მე ყოველდღე ვხვდები სასოწარკვეთილ ადამიანებს გლდანის რაიონში, რომლებიც ვერ გრძნობენ ხელისუფლების არსებობას ქვეყანაში. მათ არავინ სცემს პასუხს კატასტროფულად გაუფასურებულ ლარზე და სესხებზე, რომლის გადახდის ვალდებულება თვის ბოლოს დაუდგებათ.
ხელისუფლებამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, უნდა შექმნას სავალუტო დერეფანი - ლარის კურსის ქვედა და ზედა დროებითი ზღვარი, რომელიც დაასტაბილურებს ეროვნულ ვალუტას და ჩააქრობს პანიკას. მან ასევე უნდა შეიმუშაოს სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა მოხდეს ძველი სესხების ახლით გადაფარვა და 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. თუ „ქართულ ოცნებას“ არ მოგწონთ ლელოს მოდელი, წარმოგვიდგინეთ თქვენი ვერსია. უთხარით ხალხს, რას აპირებთ მათი მდგომაროების გასაუმჯობესებლად. გაეცით არა ჩემს, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების კითხვებს პასუხი." - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ
კომენტარები