საზოგადოება
დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აკრძალულია, 22:00 საათიდან კი რესტორნები დაიხურება
2020-09-25 11:09:58
აჭარასთან დაკავშირებით შემოღებული ზომები დღეიდან ამოქმედდა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.
„25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს - დღის მანძილზე იმუშავებენ 22:00 საათამდე. ასევე, აჭარის რეგიონში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები