მსოფლიო
"ბაღებში მეტი რისკია - რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ" - ნათია მეზვრიშვილი
2020-09-24 18:25:09
მთავრობით ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით მიღებული არ არის.
როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში რჩება.
„დღესაც გაიმართა მსჯელობა. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვაგრძელებთ მსჯელობას. დღის წესრიგიდან არაა მოხსნილი. ბაღებში მეტი რისკია. ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი - ნაკლებად. გვჭირდება რაღაც პერიოდი, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
კომენტარები