1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 43 კი თბილისში დაფიქსირდა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 18 პაციენტია, აქედან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

„დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა, 4399 გახდა ინფიცირებულების რიცხვი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1705 გახდა, 62 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, კვლავ ლიდერობს აჭარა, 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში 43 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 ქუთაისია, 3 - წყალტუბო, თერჯოლა და საჩხერეში თითო პაციენტია ახალი კოვიდინფიცირებული, ბაღდათში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში-1, მარნეულში-1, მცხეთაში-1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა“,-განაცხადა ენდელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები