საზოგადოება
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
2020-09-18 10:53:53
რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
მერაბ ბესესლია სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა რამაზ ხარაზიშვილს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
კომენტარები