საზოგადოება
სროლა რაგბის კავშირის შენობაში - დაჭრილია ერთი ადამიანი
2020-09-16 14:05:03
სროლა იყო ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში. ინფორმაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თორნიკე გოგებაშვილი ადასტურებს.
მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, თანამშრომლები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.
კომენტარები