საზოგადოება
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?
2020-09-14 23:40:52
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
გახშირდება ნათესავებთან შეხვედრები, მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. გაითვალისწინეთ, რომ შუა ოქტომრიდან გონების მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული გახდება და მაქსიმალურად უნდა მოასწროთ ყველა საქმის, განსაკუთრებით დოკუმენტებთან დაკავშირებულის თვის დასაწყისში მოგვარება. ოჯახს წევრებთან ერთად დაგეგმეთ და შეასრულეთ ყველა საოჯახო საქმე. შეიძლება სწორედ ოქტომბერში მოგინდეთ ქალაქგარეთ მცხოვრები მშობლების მონახულება ან იმ ადგილების, სადაც თქვენმა ბავშვობამ გაიარა. თვის ბოლოს ნუ იქნეით ზედმეტად კრიტიკული გამონათქვამების მიმართ და ეცადეთ, არ გამოეკიდოთ ახლობლების ნათქვამს.
ფული და სიყვარული
ფინანსები თვის მთავარი საზრუნავი იქნება. მათ მოზიდვაშიც აქტიურად იქნებით ჩართული და შეიძლება ახლობლებისთვისაც მოგინდეთ ძვირფასი საჩუქრების მირთმევა. შეიძლება სწორედ ასეთი ჟესტით გამოხატოთ სიყვარული მათ მიმართ. სურვილი გაგიჩნდებათ, მეტად მოეფეროთ, ჩაეხუტოთ საყვარელ ადამიანს. ზოგიერთმა კი შეიძლება, დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღოს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მიიღოთ. ზოგიერთმა შეიძლება ან ლატარეაში მოიგოთ, ან საფონდო ბირჟაზე თამაშით იხეიროთ.
ჯანმრთელობა
ვარჯიშის ნაცვლად მასზე ფილოსოფიური მსჯელობა უფრო მოგინდებათ. თუ სამოგზაუროდ გაემგზავრებით, ეცადეთ, წესრიგში გქონდეთ ყველა საბუთი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.
ქალებისთვის
საქმიანი და პირადი შეხვედრების, მოლაპარაკებების თვე დაგიდგათ. მარტივად მოაგვარებთ საკითხებს, რომლებზეც ადრე "თავს იმტვრევდით". ამასთანავე, მიიღებთ გამოცდილებასაც, რომელიც მალევე გამოგადგებათ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს და ამბებს იმ ადამიანებისგან, ვინც გენატრებათ. შეიძლება აღადგინოთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ, გაბუტულ ადამიანებთან.
მამაკაცებისთვის
დააკვირდით თქვენს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. რაც უფრო დიპლომატიური იქნებით და მალე გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან, მით უკეთესია თქვენთვის. ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო. ნუ განაწყენდებით, თუ გარშემო მყოფები ყველა იდეას არ მოგიწონებენ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და იყავით თამამი შემოქმედებითი იდეების განხორციელებისას, ექსპერიმენტებისას
კომენტარები