1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების დღიდან, არავის უზრუნია ძლიერი საშულო ფენის შექმნაზე - ჩვენ შევქმნით”- მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” თავმჯდომარის თქმით, თუ ქვეყანაში ძლიერი საშულო ფენა არ შეიქმნა, ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. 

“ქვეყანა იმიტომ არ  და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა. დღევანდელი მონაცემით, 3.7 მლნ. მოსახლიდან  მხოლოდ 64000 აქვს 3000 ლარი და მეტი შემოსავალი თვეში. ეს არის მთელი მოსხლეობის 1.5%, რაც ძალიან ცოტაა. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, შეიქნას ძლიერი საშუალო ფენა და ჩვენი მიზანია, ამ 64000 ადამიანის მსგავსად, სხვებსაც ჰქონდეთ ამდენივე შემოსავალი, ჩვენ უნდა გავაათმაგოთ ეს რიცხვი და გავხადოთ 600 000. ამას “ლელო” მოახერხებს 4 წელში. ეს არ არის დაპირება, ეს არის რელობა, ვინც ჩვენს პროგრამას იცნობს, იცის, რაზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ თუ არ შევქმენით კაპიტალის ბაზარი, რომელზეც ხელმისაწვდომობა ექნება ყველას, მცირე და საშუალო ბიზნესს, თუ არ შევქმენით ფინანსური და ლოჯისტიკური მიზიდულობის ცენტრი, რაც დღეს გაჩერებულია, ვერ წავიწევთ წინ და ვერ განვვითარდებით ეკონომიკურად,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

მისი შეფასებით, “ლელო” ის ახალი ძალაა, რომელსაც შეწევს უნარი, ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნოს და ზრუნვა მხოლოდ ლოზუნგებით არ შემოიფარგლოს. 

"მე და "ლელოს" გუნდმა ვიცით, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, მე და "ლელოს" გუნდმა ვიცით, როგორ ვაშოვნინოთ ხალხს ფული, ყველაზე მარტივი ენით რომ ვთქვათ. გამიკეთებია და შემიქმნია სამუშაო ადგილები და წარმატებული კომპანიები, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებული. თამამად შემიძლია გითხრათ,  რომ ყველაზე მზარდი პარტია ვართ, წინა კვირას მე დავაანონსე, რომ ჩვენ 70 000 მხარდამჭერი გვყავდა, დღეს  უკვე 80 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი გვაყვს და პარტიის წევრი, აქ არ არის ლაპარაკი ამომრჩეველზე, ესენი არიან პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერები,  ადამიანები, რომლებიც უერთდებიან "ლელოს".  უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენ შევქმენით პარტია, დავაკომპლექტეთ  საუკეთესო გუნდით, პროფესიონალებით, შევქმენით საუკეთესო პროგრამ, მოქმედების გეგმაბდა არა ლოზუნგები. ეს ყველაფერი მაძლევს იმედს და საუბრის საშუალებას, რომ რასაც მოსახლეობას ვპირდებით, ყველაფერს პირნათლად შევასრულებთ,”-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

“ლელოს” ლიდერმა პარტიის შიდა კვლევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ შიდა კვლევებით, რომელსაც  საზოგადოებას გააცნობენ, “ლელო” ორნიშნა ციფრზეა  ასული. პარტიის ამოცანად კი კვლავ რჩება ამომრჩევლამდე მათი გეგმის მიტანა, რომელიც ძირეულად შეცვლის ქვეყნის ცხოვრებას  ყველა სფეროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...