საზოგადოება
მასწავლებლებისთვის კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო იქნება
2020-09-14 15:34:35
დღეის მდგომარეობით 2000 ზე მეტი მასწავლებელი ჰყავთ აღრიცხული, ვინც შავიზღვისპირეთში იმყოფებოდა და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველას ჩაუტარდება სწრაფი ტესტი კორონავირუსზე. ამის შესახებ პრემიერმა უკვე განაცხადა, თუმცა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ დააზუსტა, რომ ტესტირება სავალდებულო იქნება არა მხოლოდ მასწავლებლების, არამედ ადმინისტრაციისა და საორგანიზაციო პერსონალისთვისაც.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კორონავირუსი საქართველოს სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლებს უკვე დაუდასტურდათ, და ამჯერად ქუთაისის სკოლას, ბათუმის სასწავლო დაწესებულებაც მიემატა, კორონავირუსზე ტესტირება ყველა მასწავლებლისთვის სავალდებულო იქნება; და რაც მთავარია, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მასწავლებლებისთვის კორონავირუსზე ტესტი უფასო იქნება.
წყარო – ეტალონი
კომენტარები