საზოგადოება
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ
2020-09-14 11:59:02
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ინფიცირების წყარო ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერია. როგორც 24-ე სკოლის დირექტორი
ელიზბარ ბარაბაქაძე განმარტავს, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან და ინფიცირებაც აქედან მოხდა. პაციენტები საჩხერისა და და ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილები.
სკოლის 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კომენტარები