1 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წავიდა, გამიფრინდა… არადა სულ მინდოდა პატარა ყოფილიყო – ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის შვილი საფრანგეთში სასწავლებლად გაემგზავრა. პოლიტიკოსი შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს

„აეროპორტამდე მივაცილე მხოლოდ, თან ვერ გავყევი. ხვალ პარიზში სწავლა ეწყება და მარტოს მოუწევს გზის გაკვალა სრულიად უცხო გარემოში.

წავიდა, გამიფრინდა. არადა სულ მინდოდა პატარა ყოფილიყო. ჩემი ცხოვრების წესიდან და პრობლემებიდან გამომდინარე ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა.

ხან სამსახურში მაკითხავდა, ხან პარიზის ციხეში სულ პატარა, ხან თბილისის. ეგეც გამოწვევაა მისი გონებისთვის, რომელიც უფრო გააძლიერებს.

ჩემზე გამოცდილი მასწავლებელი ალბათ არ ეყოლება და რამდენიმე რჩევა გავატანე:

– იმეგობრე მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებისგანაც რაღაცას ისწავლი და რომლებსაც ცხოვრებაში რაიმის შექმნის მიზანი გააჩნიათ;

– არ იმეგობრო მათთან ვინც წარსულით ცხოვრობს და აწმყოზე მოსთქვამს;

– არ დატკბე შექმნილით, მხოლოდ ისიამოვნე, რადგან ახლის შექმნაში ხელი შეგეშლება;

– გაეცი მინიმუმ იმდენი, რის ფასადაც მადლიერებას მიიღებ;

– ცხოვრებამ არასდროს გაგაბოროტოს;

– ოჯახზე ძვირფასს ვერაფერს შექმნი;

– პრობლემას რომელსაც ვერ გადაჭრი მისი მოგვარება დროს მიანდე;

– პირად მტერს მხოლოდ მოთმინებით აჯობებ, ქვეყნის მტერს კი ბრძოლით და მოკავშირეებით;

– შიში და სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი ცოდვაა და ამ მხრივ არასდროს შესცოდო;

– იაზროვნე ანგლო-საქსივით, იშრომე გერმანელივით, ქვეყანა გიყვარდეს ფრანგივით და დაიცავი ებრაელივით“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები