1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ქართული ოცნების“ ზონდერები ზუგდიდში „ლელოს“ ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლას ცდილობდნენ

ზუგდიდში „ლელოს“ მიერ  ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს - მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი  კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია  და სხვადასხვა აიპ-ის  თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ.  ზემოაღნიშნული პირები ცდილობდნენ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაეშალათ „ლელოს“ ღონისძიება. 

მათ მამუკა ხაზარაძეს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა 1981-1993 წლებში ეროვნულ მოძრაობასთან  და იყო თუ არა სიმართლე მერაბ კოსტავასთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელზეც ერთ დროს გაზეთი ასავალ-დასავალი წერდა. მამუკა ხაზარაძე მათ მიერ დადგმულ პროვოკაციას არ აჰყვა, ხოლო კითხვებს ზედმიწევნით, არსებული რეალური ფაქტების საფუძველზე უპასუხა. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, 60 მოწმის დაკითხვისა და ფაქტების წარდგენის საფუძველზე გაზეთს სასამართლო მოუგო, ხოლო ასავალ-დასავალსა და მის ჟურნალისტს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. რაც შეეხება მერაბ კოსტავას, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერთან მას შეხება არ ჰქონია. 

 „ამ საკითხზე სამი წლის წინ გაზეთმა ასავალ-დასავალმა და ცრუ მოწმეებმა დაიწყეს ცილისწამება. მე პირადად შევიტანე სასამართლოში სარჩელი და მოვიგე.  სასამართლო ჩატარდა, დაიკითხა 60 მოწმე, რომელიც სასამართლოში იყო დაბარებული.  ის გაზეთი, რომელმაც ხალხი შეიყვანა სიცრუეში, დაჯარიმდა. ის ჟურნალისტიც დაჯარიმდა და ფულადი კომპენსაციაც დააკისრეს. არსებობს სასამართლო დასკვნაც. ეს ფული კი მოვახმარეთ  ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და ჟურნალისტიკას, რომ  ჰქონოდათ შესაძლებლობა, ემუშავათ სამართლიან გარემოში. რაც შეეხება მერაბ კოსტავას, ის უდიდესი ადამიანი არ მინახავს 100 მეტრის სიახლოვესაც კი,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, წლების წინ, ასავალ-დასავალის მიერ გამოქვეყნებულ  ცრუ სტატიაში ნახსენები იყო, რომ თითქოს 1989 წელს, მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული მოძრაობის ლიდერ მერაბ კოსტავას.

თუმცა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი გამოკვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ მამუკა ხაზარაძეს არავითარი შეხება არ ჰქონია ამ ფაქტებთან და ხაზარაძე გაამართლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები