საზოგადოება
ბათუმში დაგეგმილი ყველა ღონისძიება კორონავირუსის გამო გაუქმდა
2020-09-02 12:04:10
ბათუმში დაგეგმილი რამდენიმე დიდი ღონისძიება გართულებული ეპიდსიტუაციის გამო გაუქმდა. გადაწყვეტილება 1 სექტემბერს საკინდიტრო "დონაში" აღმოჩენილმა ინფიცირების შემთხვევებმა განაპირობა.
ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები უჩივიან ზარალს, რომელიც გაუქმებულ მუსიკალურ ღონისძიებებს მოჰყვება და ბიზნესის ხელშეწყობისათვის მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
"გაუქმდა ყველა დიდი სამომავლო ღონისძიება. ძალიან რთული სიტუაცია გველოდება წინ - ბიზნესი ნადგურდება, ორგანიზატორებიც ცუდ დღეში არიან, ისინი ვერ უხდიან დაპირებულ ჰონორარს ვერც ადგილობრივ და ვერც უცხოელ შემსრულებლებს. გასაგებია, რომ სახელმწიფო ხალხზე ფიქრობს და ესაა ღონისძიებების ჩაშლის მიზეზი, მაგრამ ასეთ დროს მეორე მხრიდანაც უნდა შეხედონ სიტუაციას და გაიაზრონ, რა დღეშია ბიზნესი", - აღნიშნა დიჯეი ელენე მუშკუდიანმა "მთავართან" საუბრისას.
კომენტარები