1 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთავრობის კანცელარიასთან "ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით საპროტესტო აქცია -“არა პატრიოტთა ოცნებას” გაიმართა.

“ლელოელმა” ახალგაზრდებმა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" მსგავსი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და ამ ორ ძალას შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. 

აქციაში მონაწილეობას "ლელოს" ლიდერები სოფიო შამანიდი, დეა მეტრეველი, თაზო დათუნაშვილი, საბა ბუაძე და სხვები იღებდნენ. 

შამანიდის თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს  პროდასავლური კურსი, დღეს კი გვყავს მთავრობა, რომელმაც ქვეყანა ჭაობში ჩაფლა. თუმცა “ქართული ოცნების” ოცნება არ ასრულდება, რადგან ეს ახალგაზრდები , რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში არიან დაბადებულები, ამას არ დაუშვებენ,”-განაცხადა შამანიდმა. 

“ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ქვეყანაში ოკუპანტთან მეგობრობა არ გაუვა არავის, ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებიც მათ ფასეულობებს დავიცავთ,”-ამ სიტყვებით გამოვიდა  აქციის მსვლელობის დროს საბა ბუაძე. 

“ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდობისთვის შეექმნათ სასათბურე პირობები, ის შეუქმნა ტროლ და მოღალატეობრივ ძალას. ეს ძალა კი” ქართული ოცნებისთვის” კომფორტული "ოპოზიციაა". ეს არის გაყიდული ძალა, რომელსაც არ გააჩნია იდეოლოგია, არ გააჩნია ღირსება და წითელი ხაზები. ის, რაზეც  "პატრიოტთა ალიანსი" ლაპარაკობს, არის ისეთივე სიცრუე, რაც არაერთხელ მოგვისმენია "ქართული ოცნებისგან". თითქოს ამ ძალას რაიმე საერთო აქვს აფხაზეთთან.

30 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის პოლიტიკას უთხრა არა, დღეს კი მმართველი გუნდი მის ინტერესებს ატარებს ქვეყანაში. “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს, რასაც არასდროს შეეგუებიან ჩვენი ქვეყნის შვილები" , - განაცხადა საბა ბუაძემ. 

აქციაზე იმყოფებოდა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, მისი თმით 30 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის პოლიტიკას უთხრა არა, დღეს კი მმართველი გუნდი მის ინტერესებს ატარებს ქვეყანაში. “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს, რასაც დღესაც არ შეეგუება ახალგაზრდა  თაობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...