საზოგადოება
„მე არავინ დამვიწყებია, უბრალოდ ვაკვირდები ვის ვახსოვარ“ – ნახეთ, რას წერდა ხაშურში ჭაში დამხრჩვალი ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი
2020-08-31 13:33:33
„მე არავინ დამვიწყებია, უბრალოდ ვაკვირდები ვის ვახსოვარ“ – ეს ხაშურში, ჭაში დამხრჩვალი ერთ-ერთი მამაკაცის უკანასკნელი პოსტია.
ხვიჩა ხითარიშვილი ძმასთან ერთად დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალიში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ისინი წლებია ჭების გათხრასა და დასუფთავებაზე მუშაობდნენ. ამჯერად, ჭის დასუფთავება სურდათ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდაპირველად ჭაში სამუშაოდ უმცროსი ძმა ჩავიდა. ჩაიხსნა თოკი და დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხანში დახმარება ითხოვა, საშველად სასწრაფოდ ჭაში მისი უფროსი ძმა ჩავიდა, როგორც ფაქტის თვითხილველი ამბობს, იგი შეეცადა ძმა იქიდან ამოეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ცუდად გახდა და ორივე ჭაში ჩავარდა.
კომენტარები