2 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოში საყოველთაო კარანტიინი გამოცხადდა - ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში.  

"საბოლოო მონაცემებით ჩვენ ქვეყანაში უკვე 100 ინფიცირებული გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებული გვყავს. დინამიკა ინფიცირებულების ზრდის მაღალია. დღეს ჩვენ გვაქ 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ, მარნეულში ასეთ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინე ზონად. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც გლობალურია ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო სახელმწიფო უწყებების შრომით და ჯანდაცვის სფეროს შრომით არამედ ერთობლივი ძალებით. სამწუხაროდ ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს გააზრებული რისკები, რომლებიც გადაადგილდებიან, მათ ვერ წარმოუდგენიათ რამდენად მაღალი რისკის შემცველია მათი ყოველდღიური წესის გაგრძელება. ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ არის მიუღებელი. ამიტომ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, ვფიქრობ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ესე მოქცევა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები