2 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Pfizer-ის სამი დოზა ორზე უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს – ისრაელი

COVID-19 საწინააღმდეგო, კომპანია Pfizer–ის ვაქცინის მესამე დოზამ ინფექციისგან დაცვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 60 წელს გადაცილებულ პირებში სერიოზული დაავადებების რისკი შეამცირა. კვლევა ისრაელში ჩატარდა. ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ინფექციისგან დაცვა მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე ორი დოზის შემდეგ. მესამე ინიექცია 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 10 დღის შემდეგ სერიოზული ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციისგან ხუთჯერ და ექვსჯერ უფრო ძლიერ დაცვას უზრუნველყოფდა.

სააგენტოს ცნობით, მიღებული მონაცემები ემთხვევა ცალკეულ სტატისტიკას, რომელიც გასულ კვირას ისრაელის სამედიცინო პროვაიდერმა Maccabi-მ წარმოადგინა. ეს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ე.წ. ბუსტერულ ვაქცინებს იყენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები