თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
|
Electrifying Europe Tour-ში MAN-ის შედეგები შთამბეჭდავი იყო. MAN Truck & Bus-ის წარმოებულმა ავტობუსმა, MAN Lion's City E-მ, მიუნხენიდან ირლანდიის ქალაქ ლიმერიკამდე იმოგზაურა და FOX AWARDS-ის დამსახურებული ჯილდო მოიპოვა.
Electrifying Europe Tour ასპარეზზე ნახევარი წლის წინ გამოჩნდა. ევროპულ ტურში ელექტროავტობუსები მონაწილეობენ და MAN Truck & Bus-თან ერთად კონკურსის გამარჯვებული კომპანია Axel Springer Corporate Solutions GmbH&Co-ც გახდა. მან ჯილდო მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში ციფრული და ბეჭდური ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აიღო.
ჰაინც კიესი, MAN Truck & Bus-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: „ჩვენმა გუნდმა წარმატებით აჩვენა ყველას, რომ ელექტრომობილობა შიგაწვის ძრავის საიმედო ალტერნატივაა და მისი გამოყენება ყოველდღიურადაც მიზანშეწონილია. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ელექტრომობილებით ფართო საზოგადოება საკმაოდ დაინტერესებულია. ეს ინტერესი აშკარად ჩანდა მედიისა და საზოგადოების მხრიდან იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ“.
FOX AWARDS-ის ჟიურიზე, რომელიც კომუნიკაციისა და მედიის სფეროში მოღვაწე 18 ცნობილი ექსპერტისგან შედგებოდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება საერთო კონცეფციამ მოახდინა. ეს კონცეფცია უჩვეულო იდეასა და მის წარმატებულ მედიაგეგმას აერთიანებდა.
შთამბეჭდავი მოგზაურობა MAN-ისგან
FOX AWARDS-ის ჯილდო უკვე 12 წელია გაიცემა. ცერემონიაზე, რომელშიც MAN-ის გუნდიც მონაწილეობდა, 298 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ზემოთ ნახსენები "Electrifying Europe Tour" იყო, რომელმაც კატეგორიაში „ავტო“ ოქროს პრიზი მიიღო. ჯილდო დაწესებულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საუკეთესო საკომუნიკაციო კონცეფციებს ქმნიან და მათ წარმატებით ახორციელებენ. ასევე, გამარჯვებული ფასდება იმის მიხედვით, აღწევს თუ არა მისი კონცეფციის გზავნილები სამიზნე აუდიტორიამდე. MAN Truck & Bus-ის მიერ წარმოებული კამპანიის, "Electrifying Europe Tour"-ის ნახვა მომხმარებელს კომპანიის ოფიციალურ გვერდზე შეუძლია.
სებასტიან ლინდნერი, MAN Truck & Bus-ის Bus & Coach-ის პრესასთან ურთიერთობის ოფიცერი: „ჩვენი გუნდი ყოველდღიურად საუბრობდა იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც ირლანდიისკენ მიმავალ გზაზე ეუფლებოდა. ასევე ვაშუქებდით ინფორმაციას ელექტრომობილების შესახებ. ეს იყო ფაქტობრივი დეტალებისა და ემოციების კომბინაცია, რომელიც საზოგადოებას ვიდეოების, თხრობისა და ფოტოების მეშვეობით გავუზიარეთ და ადამიანები ჩვენთან ერთად ვამოგზაურეთ“.
ათი დღე, 2500 კილომეტრი, რვა ქვეყანა და ერთი მოგზაურობა
MAN Lion's City E-ს მოგზაურობა მიუნხენში დაიწყო და ირლანდიაში დასრულდა. ელექტროავტობუსებმა აქ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა „საერთაშორისო ავტობუსების ევროტესტში“, სადაც MAN Lion's City E„2023 წლის საუკეთესო საერთაშორისო ავტობუსად“ დასახელდა. გზა, რომელიც ღონისძიებამდე ჩასასვლელად ავტობუსმა გაიარა, რვა ქვეყანასა და, ჯამში, თითქმის 2500 კილომეტრს მოიცავდა. მთელი ამ მოგზაურობის მიზანი ელეტროავტობუსების ეფექტური მუშაობის დემონსტრირება იყო.
ჰაინც კიესი, MAN Truck & Bus-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: „ამ ტურით ჩვენმა ელექტროავტობუსმა დაამტკიცა, რომ ევროპაში მოგზაურობა ემისიების გარეშეც შესაძლებელია. ამისთვის ჩვენმა გუნდმა მოინახულა ურბანული მეტროპოლისები, იმოგზაურა უგზო ადგილებზე და ერთი ალპური უღელტეხილიც კი გადაკვეთა.
ჩვენ მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზება გვსურს, რომელიც ადვილად ინტეგრირდება მათ ყოველდღიურ თუ ბიზნესსაქმიანობასთან, იქნება მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი. ასეთია Lion's City E - ჩვენი ელექტროავტობუსი“.
MAN-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...
თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები