1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მორიგ „პრო ბონო“ აქტივობაში ჩაერთო

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას  და „პრო ბონო“ აქტივობებში ჩართვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის თანამშრომლებმა ხელი შეუწყვეს სათემო ლიდერთა ფორუმში მონაწილე  ახალგაზრდა ლიდერს, თაზო ჯოჯუას.

 

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში 16 წლის თაზო ჯოჯუამ „საუკეთესო სათემო ინიციატივების“ კონკურსში წარსადგენად  ვიდეო და პრეზენტაცია მოამზადა. მასალა მის მიერ ასკანის თემში განხორციელებულ საგანმანათლებლო, ინოვაციური და საინტერესო პროექტის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.

 

სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში, სადაც 108 ბავშვი სწავლობს, წლების განმავლობაში ინტერნეტთან და საგანმანათლებლო რესურსებთან  წვდომა გამოწვევად რჩებოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თაზო ჯოჯუამ ფაინდრაიზინგით 20 000 ლარის შეგროვება გადაწყვიტა და მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის ციფრული სივრცეც შექმნა. აღნიშნული სივრცე წარმატებით ფუნქციონირებს და მასში უკვე რამდენიმე პროექტიც განხორციელდა.

 

„საინიციატივო ჯგუფი „ციფრული სივრცის“ სახით  ჩამოვაყალიბე, ჩემს გარშემო გავაერთიანე ის მასწავლებლები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და ჩემი თანამოაზრეები იყვნენ. შედეგად UNISEF-თან და Helping Hand-თან თანამშრომლობით პირველი პროექტი - „ახალგაზრდა მოხალისეობის ხელშეწყობა“ განვახორციელეთ და მოხალისეთა კლუბიც დავაფუძნეთ. კლუბი სხვადასხვა შემეცნებით და სოციალურ აქტივობას ახორციელებდა. მაგალითად, პოსტ პანდემიური სტრესის შემცირება, როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში. ამ მიზნით, კლუბის წევრების მიერ, მოზარდებისთვის არაერთი კონკურსი ჩატარდა. გარდა ამისა, განვახორციელეთ დასუფთავების აქცია, სოფლად მცხოვრები მოხუცებისა და მარტოხელა ადამიანებისთვის, ნერგების დარგვის აქცია და სხვა მსგავსი აქტივობები“, - განაცხადა ახალგაზრდა სათემო ლიდერმა, თაზო ჯოჯუამ.

 

საქართველოს ბანკი, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, წლებია „პრო ბონო ქსელის“ წევრია. ეს მოიცავს თანამშრომლების  სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას.

 

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთერთ უცლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და წლებია უკვე ჩართული ვართ „პრო ბონო ქსელის“ მიერ წამოწყებულ აქტივობებში. ეს გულისხმობს საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მრავალფეროვან ტრენინგებში ჩართულობას და სხვა სახის მხარდაჭერას. „პრო ბონო“ ინიციატივით მხარს ვუჭერთ სათემო ორგანიზაციებს.  წელს ჩვენ ასევე ჩავერთეთ სათემო ლიდერთა ფორუმში მონაწილეობისთვის ლიდერების მომზადების პროცესში. ახალგაზრდა ლიდერები რეგიონისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებენ. ეს დღე მათთვის ერთგვარი აღიარება და მათი შრომის დაფასებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ასეთ ახალგაზრდებს, რომლებიც რეგიონში მსგავი ინიციატივებით გამოირჩევიან“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

სათემო ლიდერთა ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU)  და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, საქართველოს „პრო ბონო ქსელის“ წევრი 2016 წელს გახდა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარი რესურსი საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართა. ეს არის ქალების, ახალგარზდების, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებაზე მიმართული. თუ სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა. „პრო ბონო“ ლათინური გამოთქმის შემოკლებული ფორმაა, რაც ნიშნავს „საზოგადოების საკეთილდღეოდ“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...