1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2022 გაიმართება

საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ  მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi, უკვე მეექვსედ, 17-19 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება  ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ფიზიკურად- Rooms Hotel-ში, ასევე ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება.

 

DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება სამ დღეს გრძელდება და აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას და ვიზუალიზაციას უკავშირდება. ღონისძიება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, კონტაქტების დამყარებისა და ახალი თანამშრომლობის მოძიების შესაძლებლობას მეგობრულ გარემოში ქმნის.

 

ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში ხუთი თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება. მონაცემთა კონფერენციაზე სტუმრები შემდეგი მიმართულებით დაესწრებიან: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია,  მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

 

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით, DataFest Tbilisi 2022, წელს უკვე მეექვსედ იმართება. ჩვენ ფესტივალთან ერთად The Glass Room Misinformation გამოფენასაც ვუმასპინძლებს. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას. ასევე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სტარტაპერების ექსპო, რომელზეც  ანტერპრენერებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის გაიმართება  პანელური დისკუსიები,  საუბრები სტარტაპის შექმნისა და დაფინანსების მოძიების შესახებ“, - განაცხადა DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელმა, ნინო მაჭარაშვილმა.

 

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2022 კარგი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ დანახვა და ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...