2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში

გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა  სურს. „თეგეტა მოტორსი“, სამუშაოს მაძიებლებს „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს აძლევს. „თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან მსუბუქი ან სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დასაქმდებიან თეგეტას გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ეს გზა 2 წლის წინ გაიარა ნიკა თავაძემ და ის ახლა გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული.

 „დაახლოებით 2 წლის წინ, აკადემიით დავიწყე კარიერა თეგეტაში. სწავლის შემდეგ თვენახევრიანი პრაქტიკა გავიარე, პერიოდულად გამოცდები გვიტარდებოდა, და წარმატებით ჩაბარების შემდეგ შტატში ჩამსვეს, როგორც კონსულტანტი. შემდეგ გავხდი ვაკის ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსი. ამჟამად კი, „თეგეტას“ ცენტრალურ ოფისში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსი ვარ. ამიტომაც ჯერჯერობით წინსვლა გრძელდება. სწავლა თეგეტაში ყოველდღიურ პროცესია, არც ერთი დღე არ არის წინა დღის მსგავსი. ვისაც ამ სფეროში მუშაობის სურვილი აქვს, საკუთარი გამოცდილებიდან ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ არანაირ დაბრკოლებას, რომელიც აუცილებლად ბევრი შეხვდებათ. კომპანია ძალიან დიდია და კონკურენციაც შესაბამისი იქნება, ამასაც არ შეუშინდნენ და რა მიზანიც აქვთ, ბოლომდე მიჰყვნენ. მონდომებით და შრომით აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგს.“ - ნიკა თავაძე, “თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი.

აკადემიაში სწავლით დაიწყო კარიერია ირაკლი გერმანმა, რომელიც მეხუთე წელია “თეგეტა ჰოლდინგის” გუნდის წევრია და ახლა სერვისის მენეჯერის პოზიციას იკავებს.

ირაკლი გერმანი, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მენეჯერი:  „მანქანა ჩემი ჰობი იყო და ახლა ეს ჰობი კარიერად ვაქციე. ავტომობილი ყოველთვის მაინტერესებდა და ასე თუ ისე ვერკვეოდი კიდეც, მაგრამ აკადემიაში სწავლის პროცესში უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე. მოკლე კურსის  და პრაქტიკების გავლის შემდეგ შემარჩიეს სექტორის მენეჯერის პოზიციაზე, კლიენტსა და მექანიკოსებს შორის უშუალო რგოლი ვიყავი. შემდეგ, გამოცდილებიდან და სტაჟიდან გამომდინარე, დამაწინაურეს და გავხდი სერვისის მენეჯერი - ეს უფრო მაღალი საფეხურია. ყოველი დღე გამოწვევებით და სიახლეებით არის სავსე. ძალიან რთულია, მანქანის აგებულება ისწავლო ნულიდან, ამიტომ  ყველას ვურჩევ, რომ  კითხვები დასვან, არაფრის არ მოერიდოთ, ძალიან ყურადღებით იყვნენ ჩართულები, თითოეულ დეტალს დააკვირდნენ და გაიაზრონ, მოინდომონ, მეტი ცოდნა შეიძინონ. აკადემიაში საუკეთესო გამოცდილებას მიიღებენ, ეს გამოცდილება მე დღემდე მადგება პრაქტიკაში. თეგეტა ყველას მისცემს გასაქანს, რომ ცოდნა, მონდომება და ინტერესი ბოლომდე მიიყვანონ.“

„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ - კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თითოეული დასაქმებულის კარიერულ გაზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი დღეს უკვე რამდენიმე საფეხურით არის დაწინაურებული.  

ნინო ოხანაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით: „ახალი კადრების მოძიება და მათ კარიერულ ზრდაზე ზრუნვა თეგეტა ჰოლდინგისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების შესაძლებლობას ვაძლევთ ყველას წინასწარი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. ნებისმიერ სამსახურის მაძიებელს აქვს შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაიაროს პროფესიონალი ტრენერების სასწავლო კურსი და დასაქმდეს საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში.“

ვისაც სურვილი აქვს კარიერა საავტომობილო სფეროში დაიწყოს, არის მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული კომპანია ყველას თანაბრად აძლევს შანსს ისწავლოს აკადემიაში. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი საუკეთესო კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ თბილისის ფილიალებში. სასწავლო კურსი 2022 წლის სექტემბერში იწყება და სრულად ფინანსდება „თეგეტა მოტორსის“ მიერ. პროექტში ჩასართავად ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია ან გამოგზავნოს რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected].

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...