2 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სწორად შერჩეული კლიმატური ტექნიკა სახლში კომფორტის საწყისია

 

კომფორტი - ეს სიტყვა დღეს უფრო მაღალ სტანდარტებს შეესაბამება, ვიდრე ოდესმე. კომფორტი არის ბედნიერება. ბედნიერება კი - იწყება სახლიდან.

სახლში სწორი ტექნიკის განლაგება საშუალებას გვაძლევს, ზედმეტი დანახარჯის გარეშე შევიგრძნოთ სრული სიმშვიდე. ზაფხულში, სანამ შვებულებით ქალაქს გავეცლებით, სამსახურიდან დაბრუნებულებისთვის, კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში ჯდომა ნამდვილი სიამოვნებაა. გაზაფხულზე, ალერგიისგან თავის დასაცავად, შეიძლება ოთახში ჰაერის გამწმენდის დაყენებაც მოგვიწიოს. ზამთარში კი, სითბო და ცხელი წყალი სულ უნდა გვქონდეს, თან ისე, რომ გადასახადმა ბიუჯეტს არ გადააჭარბოს.

სახლში ასეთი კომფორტის შესაქმნელად აუცილებელია, რომ ყველა ოთახში შესაბამისი კლიმატური ტექნიკა   დავამონტაჟოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ კლიმატური ტექნიკის ყველა დადებით მხარეს და თან გასწავლით, მაქსიმალური ეფექტისთვის, როგორ უნდა განლაგდეს ტექნიკა თქვენს სახლში.

ჰაერის კონდიციონერი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

როგორც ვიცით, კონდიციონერები   ჰაერს აგრილებს. სიცხეში ტემპერატურის დარეგულირება, ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, აუცილებლობაა და არა ფუფუნება. გაგრილებულ ოთახში მუშაობა, სწავლა ან დასვენება ბევრად უფრო მოსახერხებელია.

მთელი სახლის გასაგრილებლად ჰაერის კონდიციონერის მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, თან ხარჯებს ზოგავთ და თან ყველა ოთახში დაბალ ტემპერატურას ინარჩუნებთ.

არსებობს რამდენიმე უნივერსალური წესი, რომელიც კონდიციონერის დაყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:

·         კონდიციონერი უნდა იყოს სითბოს წყაროებისგან მოშორებით.

·         დააინსტალირეთ შიდა კონდიციონერი იქ, სადაც, ჰაერი მუდმივად მიეწოდება.

·         კონდიციონერის დამონტაჟებისას ყურადღება მიაქციეთ სიმაღლეს.  შიდა კონდიციონერი უნდა დამონტაჟდეს კედელზე მაღლა, რომ გრილი ჰაერის თანაბრად განაწილდეს.

·         სცადეთ დააინსტალიროთ შიდა კონდიციონერი ელექტრო მოწყობილობებისგან მოშორებით.

ჰაერის დამატენიანებლის გამოყენების უპირატესობები

ჰაერის დამატენიანებელი  კიდევ ერთი კლიმატური ტექნიკაა, თუმცა მისი გამოყენება წლის ნებისმიერ დროს მოგიტანთ სარგებელს. ზამთრის სიცივეში ან ზაფხულის სიცხეში, როდესაც კონდიციონერი მუდმივად ჩართულია, შეამჩნევთ, რომ თქვენს სახლში ჰაერი გამომშრალია. ისევე, როგორც ძალიან ნოტიო ჰაერია ცუდი თქვენი ჯანმრთელობისთვის, მშრალმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირისა და თვალების გაღიზიანება და სუნთქვის პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, უვნებელი და ბიუჯეტური გამოსავალი არის ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება.

დამატენიანებლები ძილის დროს სასარგებლოა, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თავად ძილი ხელს უწყობს ჩვენი იმუნური სისტემის აღდგენას. თქვენს საძინებელში დამატენიანებლის დამატებამ შეიძლება გააძლიეროს ძილის ბუნებრივი ეფექტები.

დამატენიანებლის უპირატესობებია:

·         მაღალმა ტენიანობამ შეიძლება ხელი შეუშალოს შეშუპებას 

·         გაციების და გრიპის სიმპტომების შემსუბუქება

·         დამატენიანებელი კანის გამოშრობასაც უშლის ხელს

ასევე, ჰაერის დამატენიანებელი კომპაქტური მოწყობილობაა. "მულტიმარტში" მათი შეძენა სულ რაღაც 80 ლარად არის შესაძლებელი.

რა განსხვავებაა წყლის გამაცხელებლებს შორის?

გაზის წყლის გამაცხელებლები, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ბიუჯეტურია. გარდა იმისა, რომ ელექტროენერგიაზე იაფია, გამაცხელებლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უფრო საიმედოც არის. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ცხელი წყალი მაინც გექნებათ.

თუმცა, ცნობილია, რომ ელექტრო წყლის გამაცხელებლები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე გაზის გამათბობლები. შეგიძლიათ, მონაცემების მიხედვით, წინასწარ განსაზღვროთ რამდენ ენერგიას მოითხოვს კონკრეტული ელექტრო გამაცხელებელი.

უსაფრთხოება ელექტრო გამაცხელებლის კიდევ ერთ დადებით თვისებად მიიჩნევა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის წყლის გამაცხელებელს დაამონტაჟებთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის უსაფრთხოა. პროფესიონალები ასრულებენ ინსტალაციას ისე, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან სრულიად დაცული ხართ. მიუხედავად ამისა, გაზის გამათბობლები ოდნავ უფრო საშიშია, ვიდრე ელექტრო, რადგან ისინი იყენებენ გაზს, როგორც საწვავის წყაროს.

ცენტრალური გათბობის ქვაბები ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე დანარჩენი ტიპის გამაცხელებლები. თუმცა, მიიჩნევა, რომ ისინი ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტულია. ცენტრალური ქვაბი გათბობასაც მიაწოდებს ცხელ წყალს, რაც ზამთარში გადასახადების შემცირებას უწყობს ხელს. ასევე, ცენტრალური ქვაბი ძალიან უსაფრთხო, უხმაურო და გამძლეა.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე სახის წყლის გამაცხელებლის შეძენას გეგმავთ, "მულტიმარტი" ყველა შემთხვევაში ფართო არჩევანს და ფასების მოქნილ დიაპაზონს გთავაზობთ.

თუ ფიქრობთ, რომ უკვე საკმარისად ცხელა, შეგიძლიათ სულ რამდენიმე დაწკაპუნებით, ონლაინ მაღაზია "მულტიმარტიდან", გამოიწეროთ იდეალური კონდიციონერი. ზემოთ ჩამოთვლილი მითითებების გათვალისწინებით, არასასიამოვნო სიცხე სახლში აღარ შეგაწუხებთ.

ვენტილატორი - დამატებითი გამაგრილებელი საშუალება

ხშირად სახლებში ერთი კონდიციონერი ყველას გასაგრილებლად საკმარისი არ არის. შესაძლოა დამატებით კიდევ დაგჭირდეთ საზაფხულო კლიმატური ტექნიკა. ამ დროს, ყველაზე სწორი არჩევანი ვენტილატორის შეძენაა.

ვენტილატორები  იაფია და თან - მარტივად გადასაადგილებელიცაა. შეგიძლიათ ატაროთ ოთახიდან ოთახში და ელექტროენერგიის გადასახადზე არ იდარდოთ. მეტიც, ვენტილატორი არა მხოლოდ სიგრილის შენარჩუნებაში გეხმარებათ, ის ასევე გამოდევნის თბილ ჰაერს და ოთახიდან აშორებს ნებისმიერი სახის მომწამვლელ აირს ან უსიამოვნო სუნს.

"მულტიმარტში" ვენტილატორის ყიდვა 66 ლარიდან არის შესაძლებელი. ყველაზე თანამედროვე ტიპის ვენტილატორები კი, დაახლოებით 300 ლარი ღირს. ასეთი ჰაერის გამაგრილებლები იმართება პულტით და აქვს პატარა გორგოლაჭები, რომ მათი გადაადგილება გაგიმარტივდეთ. თანამედროვე ვენტილატორები შეგიძლიათ მოგზაურობის დროსაც კი გამოიყენოთ - ისინი საბარგულში ძალიან პატარა ადგილს დაიკავებენ.

ზამთარში თუ ზაფხულში, ცხელი წყალი ყოველთვის აუცილებელია

წყლის გამაცხელებელი სახლის ტექნიკის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად სეზონისა და ამინდისა, ცხელი წყალი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ კომფორტი და სიამოვნება არ მოგვაკლდეს. არსებობს რამდენიმე ტიპის წყლის გამაცხელებლები:

·         გაზის წყლის გამაცხელებელი

·         წყლის ელექტრო გამაცხელებელი

·         ცენტრალური გათბობის ქვაბი;

წინასწარ მოემზადეთ ზამთრის ცივი დღეებისთვის

ზემოთ, უკვე ვისაუბრეთ გაგრილებაზე და ზაფხულში სრული კომფორტის შენარჩუნებაზე. თუმცა, თუ თქვენს სახლში სწორი გათბობის სისტემა ჯერ არ დაგიყენებიათ, ამაზე ფიქრი ადრე არასდროს არ არის.

·         გათბობის კლიმატურ ტექნიკაში მოიაზრება ქვემოთ ჩამოთვლილი:

·         გაზის გამათბობლები  - ბიუჯეტური არჩევანი მცირე მოცულობის ბინისთვის;

·         ზეთის გამათბობელი  - ასევე ბიუჯეტური და თან, მათი სითბო ჰაერს არ გამოაშრობს;

·         ელექტრო გამათბობელები  - არსებობს როგორც კედლისთვის, ასევე იატაკზე დასადგმელად. მათი წაღება ყველგანაა შესაძლებელი.

"მულტიმარტი"  ნებისმიერი ტიპის ტექნიკის არჩევისას თქვენი მეგობარია.

ონლაინ მაღაზია “მულტიმარტიდან“ შეგიძლიათ სახლი სრულიად აღჭურვოთ საჭირო კლიმატური ტექნიკით და მშვიდად მოემზადოთ ზაფხულის ცხელი თუ ზამთრის ცივი დღეებისთვის. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...