2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბითა და მნიშვნელობით, გამორჩეული არქიტექტურის, უნიკალურად დატვირთული ფუნქციების მქონე „აქსის თაუერსი“ გაიხსნა. „აქსის თაუერსის“ პროექტში დაახლოებით 150 000 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 60 000 000 დოლარს შეადგენს.

 

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელბაში,  როგორიც „აქსის თაუერსის მულტიფუნქციური კომპლექსია. რომელიც მოიცავს: დეველოპმენტის ხუთ მიმართულებას: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება, რომელიც არის ეკონომიკურად გამართული და მდგრადი, დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, ძალიან საინტერესო სივრცეს ტურისტებისთვის, ბიზნესებისთვის. მინდა მივულოცო კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.  

 

პროექტის შესახებ:

შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:ეს არის ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.  აქსის თაუერსი ჯამში შედგება 41 სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ -147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.

 

კონსტრუქცია

უნიკალურია „აქსის თაუერსის" კონსტრუქციაც, რომელიც ზედხედში მოგვაგონებს საათს. მისი ძირითადი კომპონენტებია ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული თორმეტი მასიური პილონი. რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია ხიმინჯების სისტემა, რომელთა სიღრმე, ძირითად შემთხვევებში 30 მეტრს აღემატება. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხიმინჯების საერთო სიგრძე  კი 18 კმ-ს აღემატება.

 

მრავალფუნქციურობა

„აქის თაუერსში“ თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები.  აქ მაცხოვრებელ, მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს არ სჭირდება გარეთ გასვლა უმაღლესი ხარისხის მომსახურების მისაღებად, სავაჭროდ, გასართობად და სხვა. ეს არის ერთგვარი შენობა-ქალაქი ქალაქში.

 

ინფრასტრუქტურა

აღსანიშნავია ის, რომ აქსის თაუერსი საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცეს საფეხმავლო ქუჩას. ცნობილია, რომ თბილისს აკლია საფეხმავლო ქუჩები. ასეთები მხოლოდ ძველ თბილისში გვხვდება. „აქსის თაუერსის“ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქალაქს. აქ განთავსდება 7 რესტორანი და 2 ღია ბარი, კოქტეილ და ღვინის ბარები, რომელიც ერთგვარ გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობს აქსის თაუერსის სტუმრებს და წარმოადგენს კომპლექსის რეკრეაციული ზონის შემადგენელ ნაწილს.

 

მიწის ქვეშ განლაგებული ოთხი სართულიდან ერთი სრულად ეთმობა სავაჭრო ცენტრს. 3 მიწისქვესა სართულზე კი განთავსებულია ვტოსადგომი 500 მანქანაზე.

 

აქსის თაუერსს ჯამში ემსახურება Mitsubishi-ს 33 ჩქაროსნული ლიფტი და 6 ესკალატორი. კომპლექს აქვს 16 დამოუკიდებელი გასასვლელი რაც ხელს უწყობს შიდა ნაკადების დამოუკიდებელ მოძრაობას, ერთმანეთთან,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფუნქციური კომპლექსისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...