2 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართება

 

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 9 ივნისს, სტამბაში, ექსპორტის თემაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტოსთან (SMEDA) ერთად პანელური დისკუსია გაიმართება.

 

შეხვედერაზე მეწარმეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქვეყანაში ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი აქტივობები, არსებული გამოწვევები და ამ  მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.  

 

პანელური დისკუსიის დროს განხილული იქნება 2021-2025 წლების სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, SME საწარმოთა ექსპორტის ზრდის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: „გალტ & თაგარტი“; „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI);  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA); ღვინის სააგენტო, ექსპორტის განვითარების სააგენტო (EDA) და USAID ის კონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

 

ღონისძიების სპიკერების სია ასე გამოიყურება:

 

·         ბაჩანა შენგელია − გალტ & თაგარტის წარმომადგენელი;

·         ნიკა მამუკელაშვილი− აწარმოე საქართველო, ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

·         ალექსანდრე პაპიაშვილი − GCCI, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

·         თორნიკე კაპანაძე − RDA, პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

·         ირაკლი ჩოლობარგია − ღვინის სააგენტო, თავმჯდომარის მრჩეველი;

·         გვანცა მელაძე − EDA (ექსპორტის განვითარების ასოციაცია), ბორდის წევრი;

·         სალომე არღვლიანი − GIZ -ის წარმომადგენელი;

·         ელენე ცხადაია − საქართველოს ბანკის, გლობალური საბანკო ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი;

·         რატი ანჯაფარიძე − USAID – DAI (ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა)

 

„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ SME ბიზნესებს და გავაძლიეროთ ისინი საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების  სწორ დროსა და ადგილზე მიწოდებით. ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ არასაბანკო შეთავაზებებს და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომას. ამ მიზნით შევქმენით შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, ბიზნესკურსიც, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან ტრენინგებს, ცოდნასა და გამოცდილებას. რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, რომელიც SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე გაიმართება, ის დამსწრეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და არსებულ შესაძლებლობებზე. გვინდა, მხარი დავუჭიროთ SME -საწარმოებს, გაზარდონ ექსპორტი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე.  ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, საინტერესო პროექტების განხორციელებითა და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნით“,- განაცხადა ელენე ცხადაიამ, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის:

SMEDA (მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტო) წარმოადგენს საქართველოში ერთერთ წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში. SMEDA ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სააგენტოს ძირითადი საქმიანობა ითვალისწინებს დამწყები მეწარმეებისა და მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას. უცხოური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, SMEDA უზრუნველყოფს ფართო სპექტრის საკონსულტაციო მომსახურებას, ადგილობრივი ბაზრის შესწავლასა და ინვესტიციების დაგეგმვაში ხელშეწყობას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...