0 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჟუჟუნა ბებოს კათარზისი

"ზრუნვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, მზურნველ ადამიანს კი აკეთილშობილებს“ - 87 წლის ჟუჟუნა ბებო,  "კათარზისიდან”

ჟუჟუნა ბებო წლებია კათარზისის ბენეფიციარია. როგორც თავად ამბობს, ზრუნვა მისთვის და მისი ასაკის ადამიანებისთვის, სასიცოცხლო აუცილებლობაა. ასე ფიქრობენ დანარჩენებიც, ხანდაზმულები, რომლებმაც მზურველობის ფასი ალბათ ყველაზე კარგად იციან.

პანდემიამდე თუ სადმე ნამდვილი გართობა და ხალისი იყო, ეს კათარზისია. ათრთოლებული ხელით, წლებმა თავისი კვალი რომ დაატყო, კამათლებსაც ყოჩაღად აგორებდნენ და ბანქოსაც არიგებდნენ. თამაშის დროს პატარა ეშმაკობებიც შეიძლება, მაგრამ ვინ მოატყუებს ჟუჟუნა ბებოს ან ბატონ დავითს, ქალბატონი ციალაც სულ ყურადღებით არის. ყველაზე მეტად ერთმანეთის ნახვა ახარებდათ და ახლაც იმედი აქვთ, რომ პანდემია ჩაივლის და შეხვედრის ადგილი ისევ კათარზისი იქნება.  
„კათარზისის” შესახებ ყველას გვსმენია. სოციალური დახმარების ეს კომპლექსური ცენტრი პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღრმა კრიზისის დროს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ეხმარებოდა. დღეს ცენტრი აერთიანებს უფასო სასადილოს, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტს, ბიბლიოთეკას, უბინაოდ დარჩენილი მოხუცებულების თავშესაფარს და ამავდროულად, ხანდაზმულებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.

 „კათარზისი“ უკვე 31 წელია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უწყობს ზეიმებს. თუ მოხუცების დახმარება გინდათ, დაეხმარეთ „კათარზისს“.

 

დღეისათვის „კათარზისი“ ემსახურება 450-ზე მეტ ბენეფიციარს. ესენი არიან საპენსიო ასაკის ხანდაზმულები 60-დან 100 წლის ჩათვლით. მათთვის ჩვენთან  ფუნქციონირებს: უფასო სასადილო, სილამაზის სალონი, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, ინტერნეტ კაფე, სარეაბილიტაციო-სავარჯიშო დარბაზი, კაფე, ბიბლიოთეკა, არტ.თერაპიის ცენტრი, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, კინოდარბაზი, იურიდიული სამსახური, თეატრალური დარბაზი და მასთან არსებული ხანდაზმულთა თეატრი. მარტო სასადილომ 2020 წლის მონაცემებით 3 მილიოონ 110 ათასზე მეტი მომსახურება გასწია.“ - ამბობს ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისი“ პრეზიდენტის მოადგილე

 

ცენტრის მთავარი ფასეულობაა — იზრუნოს ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, შეუნარჩუნოს მათ დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც „კათარზისს” ამოძრავებს. „თეგეტა ჯგუფი“ ამ ღირებულებებს უსიტყვოდ იზიარებს. სწორედ ამიტომ მოხვდა  "კათარზისი“ თეგეტას მასშტაბურ კამპანიაში, რომელიც ზრუნვისა და მხარდაჭრისათვის დაიგეგმა. კამპანიის ფარგელებში შეიქმნა პალტფორმა tegeta.care, - ყველას, ვისაც ამ ახალ წელს მოხუცების გახარება გინდათ, თეგეტა ქეარი უმარტივეს გზას გთავაზობთ - შეარჩიეთ ვებგვერდზე სასურველი საქველმოქმედო ორგანიზაცია და მხოლოდ ოთხი ველის შევსების შემდეგ, შეძლებთ დონაციას ხანდაზმულების კეთილდღეობისთვის.

 

 „tegeta.care-დან შემოსული თანხა დაგვეხმარება გავზარდოთ ხანდაზმულთა მომსახურების ხარისხი, სადილების მრავალფეროვნება და კალორიულობა; დავნერგოთ დამატებითი მომსახურებები. გავზარდოთ, ასევე, ბენეფიციართა რაოდენობა, რომლის მსურველები გვყავს და თავის მხრივ „კათარზისაც“ შეუძლია გაწიოს უფრო მეტი მომსახურება. მეორეს მხრივ, ნებისმიერი სოციალური აქტივობა, გარდა პირდაპირი დახმარებისა, მაგალითია სხვა კომპანიებისათვის, რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, რომელსაც ხანდაზმულებზე ზრუნვა ჰქვია. ჩვენც დავბერდებით!“ - ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ პრეზიდენტის მოადგილე

ამბობენ, რომ როცა ადამიანი მოხუცდება, ის სულ უფრო ემსგავსება ბავშვს. თუ ასეა, მაშინ მოხუცებს ახალი წელიც ბავშვებივით უნდა უხაროდეთ. მათთვის დღესასწაულის მოწყობა თითოეულ ჩვენგანს — მათზე ზრუნვით შეუძლია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...