0 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ორი ოქროს მედლის მფლობელია

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი, რომელიც არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 18-გზის მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, იტალიაში გამართულ მსოფლიო თასზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების გუნდი,იტალიაში (ქ.პიზა) ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე გაემგზავრა (16-22 ნოემბერი),რომელშიც 30 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

გუნდმა სრული შემადგენლობით (ირმა ხეცურიანი,ნინა თიბილაშვილი,გვანცა ზადიშვილი) საქართველოს სახელით,სხვადასხვა დისციპლინებში იასპარეზება(ხმალი,რაპირა).

20 ნოემბერს, ეტლით ფარიკაობაში პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობის ფინალში, ჰონკონგელ ტონგოს ანგარიშით 15:10 მოუგო,პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა - ორივე ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა მოიპოვა - ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში. ვერცხლის მედალი გვანცა ზადიშვილის ანგარიშზეა. ნინა თიბილაშვილმა ხმალში, რაპირასა და დაშნაში ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვა.რაპირით გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხე ბრინჯაოს დაეუფლა.

 

„დასრულდა პიზაში მორიგი მსოფლიო თასი, ვიტყვი რომ პარაფარიკაობის ნაკრებმა ძალიან წარმატებით იასპარეზა.ჩემს ანგარიშზე ამჟამად არის ორი ოქრო, შეჯიბრს შევაჯამებდი საკმაოდ ნაყოფიერად და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი კარგი წინაპირობაა შემდეგი შეჯიბრისთვის, რომელიც მარტში გაიმართება და უკვე დაიწყება პარალელური ათვლა. მოვდივართ საკმაოდ ამაყად , რადგან მოვახერხეთ და ორჯერ ვამღერეთ იტალიის ქ.პიზაში საქართველოს ჰიმნი და ვეცდებით რომ ყოველ ჯერზე გავახაროთ გულშემატკივარი„ -განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...