0 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - პარლამენტის 18 დეპუტატს 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, პარლამენტის 18 დეპუტატს 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატთაგან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია.

ესენი არიან: ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა), ისკო დასენი(უმრავლესობა), გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი), აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია), მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია), სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა), ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), გოგი მეშველიანი (უმრავლესობა), კობა ნაყოფია (ოპოზიცია), რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა), ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა), ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია), დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები