0 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

FDA-მ ფაიზერის მესამე დოზის, ბუსტერის გამოყენების ნებართვა გასცა

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ფაიზერის მესამე დოზის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა. ბუსტერის გაკეთებას შეძლებენ 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რისკჯგუფების წარმომადგენლები, ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებული პერსონალი.

FDA-ის რეკომენდაციის მიხედვით, ბუსტერიფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე ექვსი თვეში უნდა გაკეთდეს. ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიღეს.

FDA-ში ამბობენ, რომ მოდერნას ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები