0 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ჩვენ მხოლოდ ის გვაერთიანებს, რომ ცხოვრებამ მოლოდინი არ გაგვიმართლა

ჩამოტვირთვა

ჩვენ მხოლოდ ის გვაერთიანებს, რომ ცხოვრებამ მოლოდინი არ გაგვიმართლა. სწორედ მოლოდინის ამ გამანადგურებელი ტკივილის გამო ეშინოდა სიყვარულისა... ჩემს მარტოობას რომ გაიგებს, ისეთი ალაჰი მინდა. ამ ქვეყანაში მარტო ლაჩრებს შეუძლიათ გადარჩენა, მაგრამ ადამიანი თავის სიმხდალის მიუხედავად, სულ იმაზე ოცნებობს, ერთი გმირული საქციელი მაინც ჩაიდინოს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც რუსულ ენაზე თბილისში შემოვიდა ერთმა მწერალმა მეორეს გადასცა. მეორესგან როგორღაც ჩემთან აღმოჩდა და მაშინ პირველად აღმოვაჩინე, რომ რომანის ყველა გმირის ტყავში ერთდროულად შემეძლო შესვლა. მალე ამ ადამიანის მსგავსად ბევრის ცხოვრებაში შეიჭრა ეს მწერალი და დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მისი ნაწარმოებები ყველაზე პოპულარულით სარგებლობს. ამ ადამიანს საკუთარი არსებობა სიმშვიდეს ჰგვრის და წერს, წერს დაუსრულებლად. იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით ნორმალურ საქმეს ვერ ვაკეთებ! ჩემნაირ წიგნებს თუ ვინმე დაწერს, წავიკითხავ-მეთქი, ვამბობ და ვწერ. ყველაფერზე, ყველაზე ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვწერ. ერთობ მიზიდავს ოთახში ჯდომა და მთელი დღე წერა და, იმიტომ ვწერ. დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ. მეშინია, არ დამივიწყონ და ვწერ. სახელი და პოპულარობა მხიბლავს და იმიტომაც ვწერ. განმარტოებისთვის ვწერ. ეგებ როგორმე გავარკვიო, ყველაზე თითოეულზე ასე ძლიერ რატომ ვბრაზობ-მეთქი, და ვწერ. ბიბლიოთეკების უკვდავებისა და წიგნების თაროზე შემოდების ბავშური რწმენის გამო ვწერ. ცხოვრება, სამყარო წარმოუდგენლად მშვენიერი და საოცარია და, იმიტომ ვწერ. ამბის გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ. ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ. ბედნიერი რომ ვიყო, იმისთვის ვწერ.“ დიახ ეს დიდი თურქი მწერალი ორჰან ფამუქია ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟები; მდუმარე სახლი; თეთრი კოშკი; შავი წიგნი; საიდუმლო სახე; ახალი ცხოვრება; მე წითელი მქვია; თოვლი; უმანკოების მუზეუმი; ეს ეს მწერალ-რომანისტის პოპულარული რომანებია. ორჰან ფამუქი პირველი თურქი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში. დაიბადა შეძლებულ ოჯახში, მამამისი ინჟინერი იყო. სტამბოლის ამერიკული სასწავლებლის რობერტ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ოჯახის ზემოქმედებით ის სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბარებს, თუმცა სამ წელიწადში ის უნივერსიტეტს თავს ანებებს და წერას იწყებს. 1977-ში ფამუქი სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ამთავრებს. 22-დან 30 წლამდე, დედასთან ერთად ცხოვრობს და წერს თავის პირველ რომანს. 1982 წლის 1 მარტს ფამუქმა ეილინ ტურეგენზე იქორწინა, 1991-ში შეეძინათ ქალიშვილი რუია. 1985-1988 წლებში ასწავლიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მისი მეუღლე სწავლობდა. ამავე პერიოდში, ფამუქი იყო მიწვეული წევრი აიოვას უნივერსიტეტში. ამის შემდეგ, ის ისევ სტამბოლში ბრუნდება, სადაც დღემდე ცხოვრობს. 2001-ში წყვილი განქორწინდა. ამბობდა, თოვლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვესიზმრებაო. არც მე ვარ ამ წუთას დიდად ბედნიერი, მაგრამ მე ახალგაზრდა ვარ. უბედურება ძალას მმატებს. ჩემს ასაკში ბედნიერებას უბედურება მირჩევნია. სიცოცხლე პრინციპებისთვის კი არა, ბედნიერებისთვის გვაქვს მონიჭებული.ეს ამონარიდებია ფამუქის ნაწარმოებიდან "თოვლი". ფამუქის “თოვლის” მოქმედება თურქეთის პროვინციალურ ქალაქ ყარსში ხდება. ნაწარმოების მთავარი გმირი კა (აქ აშკარაა ალუზია ფრანც კაფკას სასახლის მთავარ გმირზე) ყარსს სულ რამოდენიმე დღით სტუმრობს. კამ კარგად იცოდა, რომ ცხოვრება, გარდა სიყვარულისა და ბედნიერებისა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უაზრო, რიგითი მოვლენების ჯაჭვი იყო მხოლოდ. ნაწარმოებში მკვეთრად ჩანს ჩადრიდან მომზირალი სევდიანი თვალების საიდუმლო, მათი ბედი და უბედობა…,, რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბულში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს.” ერთ-ერთ ინტერვიუში ფამუქი საკუთარი ნაწარმოებების თემებზე საუბრისას ამბობს რომ ის ერთმანეთს ცივილიზაციებს არ უპირისპირებს, არამედ პირიქით ცდილობს ისაუბროს იმაზე თუ რა აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს. იგივეს თქმა შეიძლება “თოვლზე” და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების კითხვისას სხვადასხვა კულტურები სახეზეა, ავტორი მაინც უფრო მეტად ადამიანობის განმსაზღვრელ თემებზე საუბრობს, ანუ ისეთ თემებზე როგორიც სიყვარული, რწმენა, მეგობრობა და ერთგულებაა. ქართველი მთარგმნელები და გამომცემლები ძალიან ყურადღებიანები აღმოჩნდნენ თურქი მწერლის მიმართ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავაფასოთ ეს უზარმაზარი შრომა . “უმანკოების მუზეუმი” ფამუქის ბოლო რომანია და თურქულად 2008 წელს გამოვიდა. ა. ლამაზი გამყიდველის, ფუსუნის ვნებიანი სიყვარული წარჩინებულ ოჯახიშვილს, ქემალს, ყველაფერს დაავიწყებს - თავის დანიშნულსაც, მეგობრებსაც და მამასაც, ვისგანაც დიდ მემკვიდრეობას ელის. მალე ყველაფერი ცუდად ვითარდება, გოგონა შორდება ქემალს მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ იგი სხვა ქალზეა დანიშნული და იწყება “დევნის” 9-წლიანი ისტორია, როცა ქემალი ურთიერთობის აღდგენას ცდილობს და რომლის დროსაც იგი თავის მიჯნურთან დაკავშირებული მოგონებების გროვებას იწყებს, უფრო სწორად, იგი ჰპარავს ფუსუნს ნივთებს და აგროვებს იმ უმნიშვნელო რაღაცებს, რომლებიც ნელ-ნელა ყველაზე მნიშვნელოვნად იქცევა და მის ცხოვრებას შეავსებს. ყველა ამ “ექსპონატიდან”, მათი სიყვარულის ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, “უმანკოების მუზეუმი” იქმნება და ქემალი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ ეს საგნები შეიძლება თხრობის მთლიანმა ხაზმა გააერთიანოს. ორჰან ფამუქის ეს რომანიც ასეთივე საცავია, უფრო სწორად, საცავის კატალოგი, სადაც მწერლის ვნება - ყველაფერი ჩამოთვალოს და მინაწერი გაუკეთოს ნივთებს, ექსპონატებს - ზღვარს აღწევს. “უმანკოების მუზეუმში”, როგორც რომელიმე ლუვრში, ძალიან ბევრი კარია და მკითხველსაც სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მოლოდინით სავსე სიფრთხილით გამოაღოს ისინი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები