0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

რატომ უხდიდა მილიარდერი ჰენრი ფორდი მუშებს ფულს უსაქმურობაში?

   ამერიკელმა მილიარდერმა და ბიზნესმენმა ჰენრი ფორდმა სახელი იმით გაითქვა, რომ 1883 წელს საკუთარი მანქანის მოდელი შექმნა, ხოლო 1903 წელს „ფორდის ავტოკომპანია“ დააფუძნა. 1909 წელს კომპანიამ ავტომანქანების მასობრივი წარმოება დაიწყო და სამანქანო ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. მალე ფორდი ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.
  ცნობილია, რომ 57 წლის ასაკში ჰენრი ფორდმა საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მის ქარხანაში არსებობდა მუშების ბრიგადა, რომელსაც მილიარდერი ფულს უსაქმურობასა და დასვენებაში უხდიდა.
ეს იყო სარემონტო ბრიგადა, რომლის მოვალეობა ფორდის ცნობილი კონვეიერის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა იყო.
ბრიგადის წევრებს ფულს იმ საათებისთვის უხდიდნენ, რომელსაც დასვენების ოთახში ატარებდნენ.
როგორც კი კონვეიერზე ავარია ხდებოდა, სარემონტო ბრიგადის მუშები დასვენების ოთახს ტოვებდნენ და კონვეიერის შეკეთებას იწყებდნენ. აი, სწორედ ამ დროს მათი სახელფასო მრიცხველი ჩერდებოდა.
სწორედ ამიტომ სარემონტო ბრიგადა მაქსიმალურად ცდილობდა, კონვეიერის რემონტი უმოკლეს დროში და ხარისხიანად ჩაეტარებინა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები