0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

"მშობლებო, ნუ შეიწუხებთ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაემართა დატილიანება მაინცდამაინც თქვენს სუფთა შვილს"

ცნობილმა ქართველმა პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სახალისო პოსტი მიუძღვნა  ტილების არსებობას და ამ ფორმით  მშობლებიც დაამშვიდა. 

აი, რას წერს ექიმი:

"ჩემო ძვირფასო მშობლებო, ნუ შეიწუხებთ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაემართა დატილიანება მაინცდამაინც თქვენს, სუფთა და ხუჩხუჩა, ჰიპერაპეკით და ჰიგიენაზე განსაკუთრებულად აქცენტირებულ შვილს... ყველაფერი შეიცვალა, მოდა, მიმდევრობები, ცხოვრების სტილი, ზოგადად აზროვნება, ტილებმაც მოახდინეს თავისი გემოვნების მოდერნიზაცია და შეუყვარდათ ფრანგული სურნელი, განსაკუთრებული რუდუნებით შერჩეული სურნელოვანი და ძვირად ღირებული შამპუნით დაბანილი ბავშვების სრიალა თმა და გადაწყვიტეს საცხოვრებელი პირობების შეცვლა - ესარის პასუხი თქვენს კითხვაზე, ტილებსაც უნდათ კარგი ცხოვრება, ბოლოს და ბოლოს. მიყვარხართ მე თქვენ და თქვენი შვილები, არ იდარდოთ, ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი ".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები