2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ  „თეგეტა მოტორსში“

 

ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია, ავტომფლობელები ტემპერატურის კლებას სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ცივი სეზონის დადგომამდე უნდა შევამოწმოთ - აკუმულატორია. ის ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. აკუმულატორი ავტომობილში ენერგიის პირველი წყაროა და მას აწვდის ყველა მოწყობილობას, რომელიც ელექტროენერგიას მოითხოვს. 

ივა კალოიანი, „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების პროდუქტის უფროსი ოფიცერი: „მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. წელიწადის ამ დროს, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები. დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება“.

სხვადასხვა აკუმულატორს ექსპლუატაციის თავისი განსაზღვრული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს. 

 „აკუმულატორი პასუხისმგებელია ძრავის გაშვების სისტემაზე. სუსტი ან დაზიანებული აკუმულატორი შესაძლოა, იყოს ავტომობილის დაქოქვის შეფერხების ან ვერდაქოქვის მიზეზი. აკუმულატორის რესურსის ამოწურვაზე რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს: თუ ავტომობილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ იქოქება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აკუმულატორი დასუსტებულია და დროა, შეიცვალოს. ელექტროსისტემების შეფერხება - განათების ინტენსივობის კლება, კონდიციონერის მუშაობის პრობლემები ან მულტიმედიასისტემის უცაბედი გათიშვა შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ აკუმულატორი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდებას. აკუმულატორის ინდიკატორის ანთება -  თუ ავტომობილის პანელზე აკუმულატორის ინდიკატორი აინთო, ეს მისი მდგომარეობის შემოწმების მანიშნებელია“, - ივა კალოიანი.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც პრემიუმ, ისე ეკონომიური ბრენდების აკუმულატორების ფართო არჩევანს, რომლებიც გამოირჩევა ხარისხით, გამძლეობითა და გარანტიით.

„თეგეტა მოტორსში“ წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდების აკუმულატორები, როგორებიცაა: Varta, Energizer, Exide და სხვა. გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორის შემოწმება შეგიძლიათ უფასოდ, უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით. ჩვენი სერვისცენტრები აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებიც სწრაფად და ზუსტად ამოწმებს აკუმულატორის მდგომარეობას. გამოცდილი სპეციალისტები შეაფასებენ აკუმულატორის სიმძლავრეს, ვოლტაჟს, მის ზოგად მდგომარეობას და შეგირჩევენ თქვენი ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტს. გარდა ამისა, „თეგეტა“ გთავაზობთ აკუმულატორის ადგილზე მოტანისა და მონტაჟის სერვისს, რაც დროის დაზოგვის შესაძლებლობას მოგცემთ“, - ივა კალოიანი.

„თეგეტა მოტორსი“ ქვეყანაში 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმდგენია. მათ შორის აკუმულატორების ცნობილი ბრენდების, როგორებიც არის:

Varta – გერმანული ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხით, თანამედროვე სტანდარტებითა და საიმედოობით. მსოფლიოში ცნობილი ისეთი საავტომობილო მარკები, როგორებიცაა BMW და Merzedes, აღჭურვილია სწორედ Varta-ს ბრენდის ორიგინალი აკუმულატორებით. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული. „თეგეტაში“ ამ ბრენდის პროდუქციის დიდი არჩევანია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული და სტარტ-სტოპ სისტემის ავტომობილებისთვის.

Energizer - ამერიკული ბრენდი, რომელიც იწარმოება უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების გათვალისწინებით და გამოირჩევა გახანგრძლივებული საექსპლუატაციო პერიოდით.

Exide – ამერიკული ბრენდი, გლობალური ლიდერი აკუმულატორების წარმოებაში, რომელიც ცნობილია თავისი ეკომეგობრული პროდუქციით. „თეგეტაში“ წარმოდგენილია Exide-ის ბრენდის სრული ასორტიმენტი ყველა ასაკისა თუ ტექნოლოგიის ავტომობილისთვის.

FIAMM - იტალიური ბრენდი, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს და პარტნიორობს Fiat-თან და Ferrari-სთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილების წარმოებისას სწორედ FIAMM-ის აკუმულატორები მონტაჟდება.

Monbat - ბულგარეთში წარმოებული, უმაღლესი ხარისხის ბრენდი, რომელიც შედარებით ბიუჯეტურია. „თეგეტა“ თანამშრომლობს 2010 წლიდან. გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით.

Macpower - ეს არის თურქული წარმოების, ყველაზე ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი პროდუქტი.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...