0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯეიმს ბლანტს მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ

კინ დე ბირი: „ჩვენ გვსურს, რომ საქართველო მსოფლიო ტურნეს ნაწილი იყოს“

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live. 

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ის, ვინც 31 იანვრის ჩათვლით შეიძენს ფესტივალზე დასასწრებ ბილეთს, მოხვდება სპეციალურ გათამაშებაში - ჯეიმს ბლანტი საქართველოში ფანებთან შეხვედრას გეგმავს, 30 იღბლიანი კი სწორედ, ამ გათამაშებიდან შეირჩევა და შეძლებს პირადად გაიცნოს საყვარელი მომღერალი.    

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან 26 მაისს დაუვიწყარი შოუ გველის. ჯეიმს ბლანტის თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ  საყვარელ ჰიტს, მომღერლის ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით.  „გვინდა, ფესტივალით შევუერთდეთ ამ სახალხო ზეიმს და მიგვაჩნია, რომ  ეს შესანიშნავი გზა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ჩვენ ყველას ვიწვევთ  დღესასწაულზე დასასწრებად“ - ამბობს ახალი საპრომოუშენო კომპანიის Black Pearl Live-ს მმართველი პარტნიორი კინ დე ბირი.

ირკვევა, რომ კომპანიას ქართულ ბაზარზე  ამბიციური  მიზნები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ Black Pearl Live  გეგმავს საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად აქციოს. „თუმცა მაინც ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ ვიმუშავებთ დღეს, რათა სამომავლოდ მივაღწიოთ წარმატებას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვაწყოთ მსოფლიო კლასის ღონისძიებები და კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველო ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა და ქვეყანას მისი პოტენციალი გააჩნია, - აღნიშნავს კინ დე ბირი.  

მნიშვნელოვანია,რომ ფესტივალზე ბრიტანელ ვარკვლავთან ერთად მონაწილეობენ ფანტასტიკური ადგილობრივი მომღერლები და სპეციალური სტუმარი სამხრეთ აფრიკიდან. მოწვეული ჯგუფია - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა),  რომელიც  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას  მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები  Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers კი ყველასთვის ცნობილი ქართული როკ ჯგუფია, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა. „გვინდა, ფესტივალით შევუერთდეთ ამ სახალხო ზეიმს და მიგვაჩნია, რომ  ეს შესანიშნავი გზა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ჩვენ ყველას ვიწვევთ  დღესასწაულზე დასასწრებად,“ - მიაჩნიათ ორგანიზატორებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები