1 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩემ სახლთან მოვიდა 15-20 ადამიანი, კუნთმაგარი, ნიღბიანები, ვუკავშირებ ხელისუფლების კრიტიკას" - ლევან ბერძენიშვილს ჩასაფრება მოუწყვეს

ლევან ბერძენიშვილს ნიღბიანმა პირებმა საკუთარ სახლთან სავარაუდოდ ჩასაფრება მოუწყვეს. ბერძენიშვილი აღნიშნულ ფაქტს მის მიერ ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს. პროფესორის მტკიცებით, იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა სახლთან 20-მდე პირი ელოდებოდა. 

"ჩემ სახლთან მოვიდა 15-20 ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, კუნთმაგარი, ჯვირანი ქუდებით, ნიღბიანები. შეკითხვაზე, რა გნებავთ, იღიმოდნენ ცინიკურად და აშკარად ჩემს მოსვლას ელოდებოდნენ. მე გზაში გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. ჩამმა ოჯახმა გამოიძახა პატრული და სანამ პოლიცია მოვიდა, ადგილზე გამოცხადდნენ ჟურნალისტები და როგორც კი ტელევიზია გამოჩნდა, ეს ხალხი გაქრა. 

ამას ვუკავშირებ იმას, რომ ვაკრიტიკებ ბიძინა ივანიშვილს და არსებულ ხელისუფლებას. ვინ დაუკვეთა ჩამი ცემა ეს მე არ ვიცი. მე ვიცი რატომ დაუკვეთეს. ვაჟა-ფშაველას და ალუდა ქეთელაურის გამო არა, რადგან ეს ის ხალხი არ არის, ვისაც ალუდა ქეთელაური წაკითხული აქვს. ეს იყო კუნთმაგარი ხალხი მოქსეული", - განმარტა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები