0 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეების და მენტორების შეხვედრას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გოგოების გუნდებისთვის საერთაშორისო კონკურსში ასპარეზობისთვისაა მნიშვნელოვანი.  

წარდგენილი პროექტებიდან 18-19 მაისს, ნახევარფინალში ადგილობრივი ჟიური გადაარჩევს ნამუშევრებს და შეირჩევა გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.

Technovation Girls ფარგლებში, მონაწილე გოგონები, ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს  და შექმნიან აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები