2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 13 წლის გოგო, რომელიც სავარაუდოდ გათხოვდა, იპოვეს

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 13 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ გათხოვდა, იპოვეს. ინფორმაციას გოგონას მამა ადასტურებს.

„პოლიციამ ახლახანს მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და გავარკვევ, როგორ არის ჩემი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. სხვა არაფერი არ ვიცი“- ამბობს მამა.

ოჯახის მტკიცებით, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფლიდან მე-7 კლასელი გოგო, 16 წლის თანასოფლელმა გაიტაცა. ბიჭის ოჯახი კი ამბობს, რომ გოგონა ვაჟს ნებაყოფლობით ცოლად გაჰყვა და შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ოჯახი და პოლიცია არასრულწლოვნებს 28 თებერვლის შემდეგ ეძებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები