0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი, სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს" - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რაც ჩვენ მოვისმინეთ, აქ პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა ზოგიერთ განცხადებაში, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება. რაც შეეხება სარკეში ჩახედვას, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, რომ გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომელმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ მარინა კალიურანდის დღევანდელ განცხადებას,რომელიც მან ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა: "მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა - საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები