1 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"შეურაცხადი და გიჟი თუ იყო, რატომ სოფო და არა სხვები? არ გავჩერდები, გავასაჩივრებთ.." - ქალის დედა, რომელიც ქმარმა ავტობუსში მოკლა

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარდაცვლილი გოგოს დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქმედების განხორციელებისას კაცი შეზღუდული შერაცხადი იყო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მებონია გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში. გამოჯანმრთელების შემდეგ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები