2 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება ხდება საჭირო

ორწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუბრუნდა.

ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები შს სამინისტრომ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე მოპედების რეგისტრაციას უკავშირდება. მოქმედი კანონით, მოპედების რეგისტრაცია არ ხორციელდება და მისი მართვისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის. ინიცირებული პროექტით, სწორედ მოპედებთან დაკავშირებით მართვის მოწმობას ახალი - AM კატეგორია ემატება. ასევე ხდება A2 კატეგორიის დამატება, რაც არის საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.

მოპედების მართვის საშუალება ექნებათ პირებს, რომელთაც 16 წელი შეუსრულდებათ და მართვის მოწმობის ასაღებად შესაბამისს გამოცდას ჩააბარებენ. საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა კი, 18 წლიდან იქნება შესაძლებელი.

ამავე ცვლილბებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...